– თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი

კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილმა ქართველ ხალხს თავისუფლება მოუტანა.
„დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, არის სასიხარულო ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ, ეს არის სევდიანი დღე. 9 აპრილმა ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვიტანა თავისუფლება, შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, რომელსაც ისინი ნატრობდნენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს