რუსებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რუსული ძალების მიერ სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევის მომზადების შესახებ „აბსოლუტური სიმართლეა“.
„შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა უკვე დაიწყო“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა „ყველა ძირითადი მიმართულებით შეტევითი მოქმედებები გააორმაგეს“.
