მატჩის დღე! პსჟ VS ასტონ ვილა – ვის “შეიწირავს” დუეს კარგი სათამაშო ფორმა…

ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო ეტაპით, მეოთხედფინალებით დაბრუნდა. ნეიტრალურები უბრალოდ ვერ ვიქნებით, რადგან აქ ახლა პსჟსთან ერთადაა. ფრანგები “ასტონ ვილას” პირველ დაპირისპირებაში უმასპინძლებენ – დღეს, 9 აპრილს, 23:00 საათზე.
პარიზული კლუბის სასტარტო თერთმეტეული წელს ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდული იყო. ამ გუნდმა ბოლოს “ლივერპულთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და ნანატრი ტიტულისკენ სხვლას აგრძელებს.
“ასტონ ვილა” მეოთხე ინგლისური კლუბი იქნება, რომელსაც ლუის ენრიკეს ბიჭები მიმდინარე სეზონში შეხვდებიან. “ლივერპულამდე” “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” იყო. პარიზელებს ინგლისელებთან დაპირისპირება ცუდად არ გამოსდით. რაც შეეხება “ასტონ ვილას”,
რაშფორდისა და პსჟს საკუთრებაში მყოფი ასენსიოს დამატების შემდეგ გუნდი შესანიშნავად უტევს. მათი უპირატესობა იქნებ ის იყოს, აუტსაიდერებად რომ მიიჩნევიან.
ვილელების ბასკი ბოსი უნაი ემერი პარიზელებს მაშინ თავკაცობდა, როცა “ბარსელონას” ლეგენდარული 6:1 და ორრაუნდიანი მატჩის შემოტრიალება დაფიქსირდა. კატალონიელებს ლუის ენრიკე წვრთნიდა. უნაის გუნდს კარგი პერიოდი აქვს – ბრძოლა ექვსეულისთვის ჩემპიონატში, ლიგის მეოთხედფინალი და FA თასის ნახევარფინალი.
მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი მარკინიოსი აკლიათ. აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა, უფრო მეტი ვიდრე წინა 36 შეხვედრაში.
წესითა და რიგით ხვიჩა კვარაცხელია ძირითადად კვლავ მარჯვნიდან შეუტევს, მარცხნივ კი ბარკოლა ითამაშებს, მაგრამ აქ ერთი საკითხი არსებობს, დეზირე დუეს კარგი სათამაშო ფორმა. ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გვგონია, ენრიკემ “კვარასთან” ერთად არ დაიწყოს და იქნებ დუეს თამაშს ბარკოლა “შეეწიროს.” თუკი აქამდე პსჟს მატჩებზე იტალიელ მასას ვხედავდით, ახლა მარიანი იქნება. ის გიბრალტარი – საქართველოს მეოთხე არბიტრად გვახსოვს. ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტას” თავით რომ გაუტანა, მაშინ სწორედ მარიანი მსაჯობდა.
სხვა მატჩები:
სამშაბათი

არსენალი – რეალი (პსჟს პოტენციური მეტოქე აქ ირკვევა) 3:0;
ბაიერნი – ინტერი 1:2.
დღეს, 23:00 სთ
ბარსელონა – დორტმუნდი.
ევროპა ლიგა. ხუთშაბათი. 23:00 სთ
ლიონი (გიორგი მიქაუტაძე) – მანჩესტერი.
ცუდია,ერთ დღეს არსენალი რეალი და ბავარია ინტერია,არადა ორივე მაგარი თამაში იქნება.აი,ხვალინდელი თამაშები სრულიად უაზრო თამაშებია,არცერთი არ ღირს საყურებლად,თუმცა ალბათ მაინც ბარსა დორტმუნდის ყურება შეიძლება. ბოლობოლო,ლიგის ორი გამარჯვებული შეხვდება ერთმანეთს და თან გახსნილი თამაში იქნება,ბევრი გოლი გავა. აი,მეორე თამი კი,პსჟ შეუტევს და ემერი დაცვაში ჩადგება,იქნება ბურთის გადაკატავება უოტკინსზე და მდორე ფეხბურთი. რა თქმა უნდა,დაცვის თამაშიც ფეხბურთია,თუმცა არ მომწონს მაინცადამაინც. ისე კი,ემერიმ იცის ყოფილი გუნდების გამწარება,არსენალს შარშან ჩემპიონობის შანსი მოუკლა და შეიძლება პსჟც გაამწაროს. მე არ გამიკვირდება თუ გამოაგდებს კიდეც,მარა მაინც დასაკიდებელი თამაში. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ამ წყვილში,თუ მაინც რეალი უნდა გახდეს გამარჯვებული. ამ დონის ვარსკვლავებს ერთი ტურნირის მოგება ენდომებათ,ლალიგას ბარსა მოიგებს,იგივე იქნება თასზეც.აი,ბარსას სხვა გუნდი გამოაგდებს და რეალი გახდება ლიგის გამარჯვებული.წყვილებსაც გეტყვით,ჩემი აზრით,ბავარია ბარსა და რეალი პსჟ იქნება,ხოლო ფინალი ბავარია რეალი. ბავარია სახლში ითამაშებს ფინალს,თუმცა რეალი მოიგებს. დაიმახსოვრეთ და რამდენად გამართლდება ვნახოთ.
დღეს, 8 აპრილს მსოფლიო ფეხნურთის ყველა დროის კაშკაშა ვარსკვლავს ალექსანდრე ჩივაძეს 70 წელი შეუსრულდა!!! საქართველოს ფებურთის ცოცხალ ლეგენდას სულით და გულით ვულოცავ!!! მხნეობას, ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ!!! იმედია, სრულიად საქართველო შეურთდება ამ მილოცვას!!!