რუსეთში ადასტურებენ დრონებით შეტევას ორენბურგის სამხედრო აეროდრომზე

დღეს, 9 აპრილს, დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე. ეს დაადასტურა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი სოლნცევმა.
მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „შეტევა მოიგერიეს“. სოლნცევის მტკიცებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. გუბერნატორმა მოსახლეობას მიმართა, პანიკას არ აჰყვნენ, რადგან „სიტუაცია კონტროლქვეშაა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დილის შვიდის ნახევრიდან 35 წუთის განმავლობაში ორენბურგის ოლქში გაანადგურეს 4 უკრაინული დრონი. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აეროდრომის შესახებ არაფერი უთქვამს.
დღეს დრონებით შეტევა იყო ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის რაიონზეც. ამის შესახებ რესპუბლიკის მეთაური სერგეი მენიაილო იუწყებოდა კონკრეტული სამიზნის დასახელების გარეშე.
ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე მოზდოკის სამხედრო აეროდრომი იყო.
მოზდოკის რაიონში მდებარეობს რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის ივნისშიც.
უკრაინას რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“