16 ქვეყნის 90 სპორტსმენი ბაკურიანში – ზამთრის კურორტი, უკვე მეორე წელია, ზამთრის სახეობების ელიტარულ შეჯიბრებებს მასპინძლობს

16 ქვეყნის 90 სპორტსმენი კვლავ ბაკურიანში შეიკრიბა. ზამთრის კურორტი, ზედიზედ უკვე მეორე წელია, ზამთრის სახეობების ელიტარულ შეჯიბრებებს მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო თასის გათამაშება მოგულის დისციპლინაში, რომელიც ზამთრის სახეობებში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახეობად ითვლება, ბაკურიანში ხვალ დაიწყება.
კოხტას მთაზე მსოფლიო თასის ჩასატარებლად უკვე ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა. მოგულის დისციპლინაში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გრძელმა ტრასამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა. თავად მოგული თავისუფალი სტილის სათხილამურო შეჯიბრია, რომლის დროსაც სპორტსმენს ციცაბო წინააღმდეგობების გადალახვა და სწრაფი ტექნიკური მოსახვევების გაკეთება უწევს.
მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლობისთვის, ბაკურიანთან ერთად, მთელი სეზონის განმავლობაში, გუდაურიც ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი