“დონალდ ტრამპი აშკარად მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში”, – აღნიშნული კომენტარით თეთრი სახლის ლიდერი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა,
რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა.
ამავე დროს, პრეზიდენტმა ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა ტრამპი საპრეზიდენტო კენჭისყრიდან. თავად ყოფილი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კოლორადოს სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატების მიერ არის დანიშნული და ისინი მიკერძოებულები არიან.
“სრულიად აშკარაა, რომ ის აჯანყებას მხარს უჭერდა. აბსოლუტურად არანაირი ეჭვი ამაში არ არსებობს. გამოიყენება თუ არა მე-14 შესწორება ამ გადაწყვეტილების მიღებას, ჯობს სასამართლოს მივანდოთ. მაგრამ ტრამპი აშკარად მონაწილეობდა აჯანყებაში და ახლა როგორც ჩანს, ძალისხმევას კიდევ უფრო ზრდის.” – ამბობს ბაიდენი.
