სტუდენტები ლოზუნგით – “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”, “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” მარშს მართავენ

“ძირს ს დამპალი იმპერია, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს” – ამ შინაარსის ბანერებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.
ახალგაზრდები, 9 აპრილთან დაკავშირებით, ტიტებით ხელში მოაწყობენ მარშს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მივლენ, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების მშობლები, ოჯახის წევრები და თანამოაზრეები საპროტესტო აქციას გამართავენ.
პარალელურად, ფილარმონიის ტერიტორიიდან მედიის წარმომადგენლების მარში დაიწყება, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ასევე პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით აპირებენ დარჩენას. როგორც ისინი აცხადებენ, არ მისცემენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს იმის საშუალებას, რომ ხვალ პარლამენტის წინ მივიდნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკონ.