2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის.
გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
