– სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას – ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა

თბილისის მერი ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
კალაძის თქმით, საქართველო ჩეხეთის გვერდითაა.
„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო!
მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.
ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი