“როგორ ვაპირებთ მათ გაფორმებას?” – დეკომ ფელიქსსა და კანსელუზე ისაუბრა

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, დეკო ჟოაო ფელიქსსა და ჟოაო კანსელუს ტრანსფერებზე ალაპარაკდა. შეგახსენებთ, პორტუგალიელი ფეხბურთელები “ბლაუგრანაში” იჯარის წესით თამაშობენ.
“ახლა ნოემბერია, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ამ ყველაფერზე უკვე ვფიქრობთ. ვხედავთ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული როგორ ფორმაში ჩადგნენ. ეჭვგარეშეა, რომ მომავალ სეზონებშიც გვინდა ჩვენთან ერთად იყვნენ, რადგან მათი სათამაშო სტილი ჩვენსას ძალიან მიესადაგება.
როგორ შევძლებთ მათ გაფორმებას? ამაზე მოლაპარაკეაბს მოგვიანებით დავიწყებთ” – განაცხადა დეკომ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით