კახა კალაძე – როცა მართალი ხარ, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ – კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი!

როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი! – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პოლიტიკოსების არ მისვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი და ამიტომ არ მიდიან სხდომაზე.
„როდესაც შენ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიის მიწვევაზე, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. კანონში გაწერილია ყველაფერი თუ რა ხდება შემდეგ და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რატომ არ მიდიან ეს ადამიანები? იმიტომ, რომ არაფერი აქვთ სათქმელი. როცა შენ ხარ მართალი, საგამოძიებო კომისია კი არა, კედელს გაანგრევ. ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც არ არსებობს პასუხები თავიანთი განვლილი ქმედებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც ჩააყენეს ქვეყანა, ამიტომ გაურბიან კითხვებს, გამოძიებას. არ მისვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. კეთილი ინებონ, მიბრძანდნენ და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო, დაკავშირებულია ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობის აღკვეთასთან.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა, „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობის გამო”.
„თქვენ იცით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თანხებს არაგამჭვირვალედ იღებდა. ეს ყველაფერი იფუთებოდა. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით იყო, ერთი ასეთი შემთხვევა და ამ დროს რეალურად მიმდინარეობდა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, „კანვასი“ იყო თუ არ ვცდები, არ მინდა შემეშალოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, „დიფ სთეითი” შეეცდება, იპოვოს ახალი გზები იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხები შემოიტანოს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოახმაროს”.
„რაც შეეხება თანხების მიღებას, USAID-ისა და NED-ისგან თანხების შემოტანა ვერ ხდება, მაგრამ „დიფ სთეითი“ იპოვის ახალ გზებს, რითაც ეცდება, რომ ქვეყანაში თანხები შემოვიდეს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოხმარდება. იცით, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა. ის არსებობს და ღრმა ფესვები აქვს გადგმული, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ბევრს არ სჯეროდა, თუმცა -ის პრეზიდენტმა პრიორიტეტად სწორედ „დიფ სთეითის“ დამარცხება გამოაცხადა და ვნახოთ, როგორ მიიყვანს ბოლომდე ამ დაპირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.