ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ამერიკელი მეგავარსკვლავი ათობით ათასი მელომანის წინაშე „დინამო არენაზე“ 23 ივლისს წარდგება.
Justin Timberlake მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
მას პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — Man of the Woods, The 20/20 Experience, FutureSex/LoveSounds და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — Justified. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ Saturday Night Live-ში მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
ჯასტინ ტიმბერლეიკს გახმოვანებული აქვს DreamWorks-ის ანიმაციური მიუზიკლი TROLLS-ს. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა Can’t Stop the Feeling! 2017 წელს გამოსული Trolls Holiday-იდან, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის ჰიტ-სინგლებს: Selfish და No Angels.
23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ მელომანებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.
