ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან – სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი

ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან – სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი
გადაცემა “პატრულის” ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.
როგორც მუკბანიანმა აღნიშნა, საქმეში, პატრულის მაშინდელი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის იარაღიდან ორი გასროლაა დაფიქსირებული, თუმცა, სინამდვილეში, ერთი საბედისწერო გასროლა მოხდა, ხოლო მეორე გასროლა სცენარის დადგმის გამო განხორციელდა, თუმცა, არა გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის სხეულზე.
„მეორედ რომ გადავდივარ მანქანიდან და ბევრი დრო, 30-45 წუთია გასული და იქ უკვე შემთხვევის ადგილზე იარაღებია, საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ყველანი (პოლიციელები), სულ სხვანაირი ემოციებით იყვნენ, ამ ბიჭებს ვინც ცოცხლად დარჩენილები იყვნენ, მეტად ეჯაჯგურებოდნენ. ეს კადრებშიც კარგად ჩანს. დადგმა იყო თუ ნამდვილი იყო, იმ ბავშვებისთვის უბედურება იყო, რასაც ისინი იმ მომენტში აკეთებდნენ და ეს იმისთვის, რომ კადრები ჰქონოდა დონაძეს, ოდესღაც თუ დასჭირდებოდა.
საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან. სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო. მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი, ოღონდ არა რობაქიძის სხეულზე – ეს არის მნიშვნელოვანი. გასროლებით და მთელი ამბებით ჩატარდა ეს [სცენარის] დადგმის პროცესი.“ – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
Previous: გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან, ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას გვიდებს – ჩვენ რა უნდა გვეთქვა პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამდა ზედმეტ შეკითხვას

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა