ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.
ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 250 ჰა- ფართობი დამუშავდება.
მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი ფერმერებისათვის. ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა