პრაღის უნივერსიტეტში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი განეიტრალებულია

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ჩარლზის უნივერსიტეტში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.
პოლიციის თქმით, თავდასხმა ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში მოხდა.
პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა. ჩეხეთის პოლიციამ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაზიანდა.
“ამჟამად მთლიანი შენობის ევაკუაცია მიმდინარეობს და ადგილზე რამდენიმე გარდაცვლილი და ათობით დაშავებულია”. – წერს ჩეხეთის პოლიცია X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
პოლიციამ ასევე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.