გიორგი ვაშაძე – გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება

ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო – ეს არის მიზანმიმართული ღალატი! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, აცხადებს.
გიორგი ვაშაძე გამოსავლისთვის ორ ნაბიჯს ასახელებს.
„დღეს საქართველოს სჭირდება გამოსავალი, რომელიც გააერთიანებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას.
პირველი ნაბიჯი – ახალი , პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კოალიციური მთავრობა. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.
მეორე აუცილებელი ნაბიჯი – ევროკავშირთან და -თან სასწრაფოდ ურთიერთობის აღდგენა და მჭიდრო თანამშრომლობა.
მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით შეძლებს საქართველო აღიდგინოს თავისი ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე და მიიღოს ის მეტი უსაფრთხოება და დაცულობა, რაც ჩვენი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ჩვენი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დაუცველად. საკმარისია, შევცვალოთ ივანიშვილის მოძალადე რეჟიმი, დაჩქარებული წესით დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეს მისცემს მეტ პერსპექტივას, მეტ შემოსავალს და მეტ დაცულობას.
მაგრამ ის რაც დღეს ხდება, რომ რეჟიმი საქართველოს ტოვებს მარტო – ეს არის მიზანმიმართული ღალატი!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”, – აცხადებს ვაშაძე.