9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, დღეს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან.
მათივე ინფორმაციით, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.
„პრაღაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკას ეწვევა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორსა და მისი გუნდის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. ანალიტიკოსებთან შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება, მოდერაციას გაუწევს ბიბლიოთეკის დირექტორი ტომაშ სედლაჩეკი.
დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?