ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “სიტის” “ლევერკუზენის” 21 წლის ნახევარმცველის ფლორიან ვირცის დამატება ძალიან სურს.
მანჩესტერელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ახალგაზრდა გერმანელს კევინ დე ბრუინის შემცვლელად განიხილავს, რომელიც “ეტიჰადს” ამ ზაფხულს ტოვებს.
ვირცი ზაფხულში არაერთი გრანდის სამიზნე იქნება, მაგრამ მასთან ბოლო დროს ყველა აქტიურად მიუნხენის “ბაიერნის” სახელს აკავშირებენ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ფლორიანმა 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
