გიორგი ვაშაძე – ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო? – რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია, ვერ ვხვდები, საზოგადოებამ გაარჩიოს

ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი?, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობა და მდგომარეობის დამძიმება.
„ახალი წელი მოდის, შობა მოდის და მე არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება მორალური საწყისებიდან გამომდინარე. ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი? საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება, მე მეტი სათქმელი არა მაქვს.
რატომ უნდა უსურვო საერთოდ ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდე მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია ამაში ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…