რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 23 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ ს თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 დრონი კურსკის ოლქის, ხოლო 4 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.