ლევან სანიკიძე: ბოლო 2 კვირაა ძალიან სწრაფად დაიწყეს დიქტატორული ხრახნების მოჭერა

“მე ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა მაინც ზერელედ ვაფასებთ მოვლენებს! ბოლო 2 კვირაა ძალიან სწრაფად დაიწყეს დიქტატორული ხრახნების მოჭერა.
მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვადამდელი ს ჩატარების და საკონსტიტუციო უმრავლესობის დაწერის სურვილი, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რა იქნება შედეგი.
დარწმუნებული ვარ, ომის პროპაგანდის შემდეგ დაიწყება საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, რუსებისგან ველი ამ სატყუარის გადმოგდებას.
ამასობაში, იღებენ უმძიმეს კანონებს, რომლითაც საბოლოოდ ამთავრებენ არჩევნებზე დაკვირვების პროცესს, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, პოლიტიკური პარტიებს და რაც მთავარია – დამოუკიდებელი მედიის არსებობას!
თითქოს ამაში არაფერი ახალი არ არის, მაგრამ ძალიან მშვიდად ვიღებთ ყველაფერს. დამერწმუნეთ, რუსული კანონი მონაგონია რაც ახლა ხდება.
ამიტომ გვჭირდება გაერთიანება. ეს მიზანი არ არის – ეს არის მიზნის მიღწევის საშუალება, რაც ცდება უცხოეთში საერთო ნიუსლეთერების დაგზავნას.
ამ საკითხზე ნებისმიერ დროს ვარ მზად საჯაროდ ვედებატო ყველა იმ პოლიტიკურ აქტორს ვისაც ერთიანობა შემოგდებული თემა ჰგონია. დისკუსია უნდა გაცდეს მხოლოდ ერთამანეთის განცხადებების შეფასებას, გაერთიანების მომხრეებისგან უნდა მოისმინოთ რა არის ეს ყბადაღებული ერთობა, რა სხვაობაა კოორდინაციასთან და ასევე გაეცნოთ ამ იდეების საპირისპირო არგუმენტაციას.
ისე, აფხაზეთშიც არის პოზიცია და ოპოზიცია, მაგრამ იბრძვიან ს კარზე. ჩვენც იგივე არ უნდა დაგვემართოს,” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.