ლაშა ბუღაძე: “ოცნება” მოღალატის იარლიყს ვერ მოიცილებს ვერასდროს

მწერალი,  8 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, ევროპული მომავლის მცველებთან ერთად 24-საათიან აქციას შეუერთდება.

მისივე თქმით, 9 აპრილი ღირებულებითი დღეა, სწორედ ამიტომ მემორიალთან “ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენლის ადგილი არ არის.

პროტესტი იქნება ხვალ, პროტესტი იქნება ზეგაც. რა საკვირველია, არანაირი უფლება არ აქვს ს მოდგმით “კაგებეშნიკს” და ზვიად გამსახურდიას მოღალატე ოჯახის ერთ-ერთ პირმშოს. შემთხვევითი არ არის, იქ არიან,სადაც უნდა იყვნენ, როგორც ჩანს.

კობახიძე ჩვენ გვახსოვს, როგორ ნებივრობდა 26 მაისს აუზზე. საერთოდ არ აინტერესებს იმიტომ, რომ ამ მორალით არის გაზრდილი თავის სახლში. მე ჩემს მშობლებს 8 აპრილს იქ ვყავდი, უბრალოდ ბუნებრივია ღამე მე იქ არავინ არ გამაჩერებდა ასაკის გამო. 9 აპრილი მათი არ არის, 9 აპრილი ღირებულებითი დღეა, ეს არ არის მხოლოდ გლოვის დღე. ეს ტრაგედია გულისხმობს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს ხალხი შეეწირა ბრძოლას ეს ბრძოლის ველზე დაღუპული ხალხია. მოღალატის იარლიყს ვერ მოიცილებენ ვერასდროს”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

შეგახსენებთ, 8 აპრილს, რუსთაველის გამზირზე 22:00 საათიდან 24-საათიანი აქცია დაიწყება. იქ, სადაც 36 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მოქალაქეებს საბჭოთა კავშირის არმიამ ნიჩბებით, ტანკებით გადაუარა, ისევ ამ ქვეყნის მცველები შეიკრიბებიან. ტრაგედიის 36 წლის თავს ქუჩაში შეხვდებიან სინდისის პატიმრების დედები, მამები, ძმები და დები. ევროპული მომავლის მცველები, ხვალ სიმბოლურად ღამეს გაათენებენ ცხრა აპრილის მემორიალთან და დღის პირველის ნახევარზე იგივე ფიცს დადებენ, რომელიც მათმა წინაპრებმა დადეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და რუსული გავლენების წინააღმდეგ.