ხიდაშელი ივანიშვილის გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე: ეს არის ცირკი

ივანიშვილის გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “ცირკად” და “თამაშად” აფასებს.

“სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ განხორციელებულ ცვლილებებს აზრი არ აქვს, რადგან რეალურად გადაწყვეტილებებს არა თანამდებობაზე დანიშნული პირები, არამედ ერთი კაცი იღებს.

სირაძე სად დაინიშნება ან ბესელია, მეასე ხარისხოვანი საკითხებია იმიტომ, რომ ჩვენ ხომ რეალურად არ ვსაუბრობთ არც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, არც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ეს ყველაფერი არის ცირკი, ერთგვარი თამაში მათი მხრიდან…

 ხელისუფლება ყოველდღე ერთადერთ ამოცანას ემსახურება და ერთადერთი დავალება აქვს ამ ხელისუფლების ჭანჭიკებს, რომ მოიფიქრონ მორიგი რეპრესია, რომელსაც შემდეგ კანონში ჩაწერენ და რომელსაც სამოქალაქოდ აქტიური ადამიანების წინაშე გამოიყენებენ. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი იმისი, როგორ უჭირთ, როგორ აღარ შეუძლიათ და როგორ ცდილობენ ამ შიშით დათრგუნონწინააღმდეგობა”, – ამბობს თინა ხიდაშელი

ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.

თანამდებობა ასევე დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ, რომლის ნაცვლადაც პოსტზე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად