რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტის 131-ე დღესაც გადაკეტეს საავტომობილო გზა.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – ევროკომისიის ანგარიში უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი ელოდა, დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე – რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, „ქართული ოცნება“ თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის