რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელსაც იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




