“ჰამასი” აცხადებს, რომ არცერთ მძევალს აღარ გაათავისუფლებს, ვიდრე ომს არ დაასრულებს” – BBC

ვიდრე ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, “ჰამასი” არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს, – ამის შესახებ BBC წერს.
“პალესტინის ეროვნული გადაწყვეტილებაა, რომ არ იქნება საუბარი პატიმრებზე ან გაცვლის შესახებ გარიგებებზე, ვიდრე აგრესია სრულად არ შეწყდება”, – აღნიშნულია “ჰამასის” განცხადებაში.
20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი “მთავარ მიზანს არ მიაღწევს” და “ჰამასს” არ გაანადგურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ