დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მისივე თქმით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ მოიგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
„ჩვენთვის საინტერესო საერთოდ არ არის, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნების შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54 %, ვფიქრობთ, რომ აქ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღება და დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: ძალიან პირნათელი ვარ მოქალაქეების წინაშე, რადგან ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდების საქმეში

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა