გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აპრილს 12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, სარაჯიშვილის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
მათივე ცნობით, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ზემო ლისი, მსხალდიდი, კორდის წყაროს მიწა, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნაფეტვრებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში, სააკაძის, აღმაშენებლის, კოსმონავტების, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალაში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები