„არავინ აიძულებს ქვეყნებს ევროსაბჭოში გაწევრიანებას“ | PACE-ში საქართველოზე 10 აპრილს იმსჯელებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) 10 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილებაზე იმსჯელებს.
საკითხის თავდაპირველად 7 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა PACE-ს ბიურომ დღეს განახლებული დღის წესრიგი დაამტკიცა.
საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სთვის პირობების შექმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წინაპირობები და PACE-ს რეზოლუციით გათვალისწინებული კრიტიკა გათვალისწინებული არ არის, შესაძლოა, საპარლამენტო ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგაციას ნაწილობრივი უფლებამოსილებაც გაუუქმოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა იულიან ბულაიმ (რუმინეთი, ALDE), რომელიც ამავდროულად იყო მომხსენებელი საქართველოს არჩევნებზე, დღევანდელ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დემოკრატიულ უკუსვლას ევროპაში, საქართველოს ჩათვლით და დეპუტატებს მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, დღეს, როცა -ის ახალმა ადმინისტრაციამ მიატოვა მისია, დაეხმაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საზღვარგარეთ და კარტ-ბლანშს აძლევს დიქტატორებს, ევროპის კონტინენტი გადამწყვეტი მისიის წინაშე დგას.
„სამოქალაქო საზოგადოებები აგრძელებენ წინააღმდეგობას მცოცავი დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ. ხალხი დაჟინებით აგრძელებს პროტესტს ქუჩებში — უნგრეთიდან საქართველომდე, სერბეთიდან სლოვაკეთამდე და თურქეთამდე, — რას ითხოვენ ისინი? — არა ეკონომიკურ პრივილეგიებს და სოციალური შეღავათებს. მათ სურთ ამ ორგანიზაციის ღირებულებების პატივისცემა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათ სურთ თავიანთი როლის, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების წყაროს აღიარება. სურთ, მათი ხმა გაგვაგონონ მათ შორის ჩვენ“, — განაცხადა ბულაიმ.
მისი თქმით, ევროპის საბჭო, ერთი მხრივ, არის პოლიტიკური ასამბლეა დიალოგისთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ესაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში საერთო ღირებულებებსა და სტანდარტების ირგვლივ შეკრებილი კლუბი.
„არავინ აიძულებს ქვეყნებს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას, მაგრამ თუ ისინი ამას ირჩევენ, პატივი უნდა სცენ ჩვენს სტანდარტებს. გვესმის ჩვენი კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ქვეყანასთან დიალოგი უნდა გვქონდეს. მაგრამ ვინ ისაუბრებს ამ ქვეყნების ხალხთან, როცა მათი მთავრობა მათ უგულებელყოფს? დაველოდოთ, რომ პრო-დემოკრატიული პროტესტი შეწყდეს და შემდეგ განვაახლოთ საუბარი მთავრობასთან, რომელიც იგნორირებას უკეთებს საკუთარ ხალხს?! სტაბილურობას ვეთაყვანებით, თუნდაც ის პოლიციის ხელკეტებით, წყლის ჭავლისა და ხმოვანი მანქანებით იყოს მიღწეული?! თუ ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავიანთ თავისუფლებას და ჯანმრთელობას სწორედ იმ ღირებულებების გამო, რომლებზეც ჩვენ ასე ძლიერად და ხშირად ვლაპარაკობთ აქ?! ჩვენ პარლამენტარები ვართ. უნდა დავაფიქსიროთ მტკიცე პოზიცია იმის საფუძველზე, რისიც გვწამს და რისი გასაკეთებლად გამოგგზავნეს აქ — დავიცვათ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, — განაცხადა ბულაიმ.
მან კოლეგა დეპუტატებს მოუწოდა, არ დაიხიონ უკან ევროპული ღირებულებების დასაცავად რბილი ინსტრუმენტების გამოყენებაში.
„თუ გვჭირდება დელეგაციების რწმუნებათა სიგელების გასაჩივრება, მოდით გავაკეთოთ ეს. თუ ჩვენ გვჭირდება ერთობლივი პროცედურების დაწყება, იმ სახელმწიფოების წევრობის შეჩერება, რომლებიც აშკარად უგულებელყოფენ ჩვენს სტანდარტებს და უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, მოდით გავაკეთოთ ეს. ნუ გვეშინია. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭო რუსეთთან დიალოგს 2022 წლის მარტამდე აგრძელებდა. ამან ხელი არ შეუშალა ს ჩარევას ჩვენს არჩევნებში. ამან ხელი არ შეუშალა საქართველოს წინააღმდეგ ომს, ს ანექსიას და სრულმასშტაბიან აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მესმის, რომ ზოგიერთი კოლეგა არ დამეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ღიად უნდა განვიხილოთ“, — განაცხადა იულიან ბულაიმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბორიანა აბერგის (შვედეთი, EPP) განცხადებით, საჭიროა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება, რასაც თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება.
„გუშინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 130-ე დღე შესრულდა. ხალხი გამოდის მმართველი პარტია „ქართულ ოცნების“ წინააღმდეგ, მიუხედავად ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღისა. ასობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი სცემეს. არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რაც არ ტოვებს კითხვას, თუ ვინ დგას ძალადობის უკან. საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას. ევროპის საბჭოს რეგიონების კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მიმდინარე კრიზისის მოგვარების გარეშე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ განაცხადა იანვარში, ახალი სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის გზა. ამას უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, — განაცხადა ბორიანა აბერგმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად გამოიწვია წევრები (, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე) PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს მისწერა, რომ დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში აღარ იქნებიან წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით