გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალ სადგურებზე ტრენინგი გაიარეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალ სადგურებზე განთავსებული ანალიზატორების ფუნქციონერების შესახებ ტრენინგი გაიარეს.
ანალიზატორები თანამედროვე ხელსაწყოებს წარმოადგენს, რომელთა საშუალებითაც ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლის კონცენტრაციები იზომება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია, რომ, ამ მიმართულებით, პროექტის ფარგლებში, არაერთი ნაბიჯია გადადგმული, გაიხსნა 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მონიტორინგის სადგური. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ჯამში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ