საქართველოში სიტუაცია გაუარესდა. გუშინ, აღინიშნა დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 130-ე დღე. ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების არნახული გზის მიუხედავად, – ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
„ნაცემია ასობით ჟურნალისტი და მომიტინგე და არცერთ პოლიციელი ანგარიშვალდებული არ გამხდარა, რაც არ ტოვებს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ძალადობის უკან“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია არსებული კრიზისის მოგვარებამდე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში განაცხადა, წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა შვედმა დეპუტატმა.
