ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას – პაატა სალია

ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას – პაატა სალია
ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროში, სადაც ის დღეს უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა