“AGF TROPHY 2025”-ზე ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა წარმატებით იასპარეზეს

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ბაქოში ჩატარდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული ტურნირი “AGF TROPHY 2025” მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც ახალგაზრდებს შორის გუნდური ბრინჯაოს მედლები ნიტა ჯამაგიძემ და ელენე ბაქრაძემ მოიპოვეს.
ახალგაზრდებს შორის ნიტა ჯამაგიძე ოქროს მედალი რგოლით ვარჯიშში და ვერცხლის მედალი ბურთით ვარჯიშში მოიპოვა..
ახალგაზრდებს შორის ფინალში ელენე ბაქრაძემ მე-2 ადგილი დაიკავა ბაფთით ვარჯიშში. ახალგაზრდებს შორის ჯგუფური ვარჯიშის დისციპლინაში მე-2 ადგილი მრავალჭიდში, პირველი ადგილი 5 წყვილი გურზებით ვარჯიშში და მე-3 ადგილი 5 რგოლით ვარჯიშში.
სენიორებს შორის ჯგუფური ვარჯიშის პროგრამით: პირველი ადგილი (3 ბურთი და 2 რგოლით ვარჯიშში).
ასევე, სენიორთა შორის ფინალში ასპარეზობდნენ: ნინო კვანტალიანი(ბურთით ვარჯიში) და ლიზა კორძაძე (რგოლით ვარჯიშში), მათ 8 უძლირესს შორის მე -6 ადგილი დაიკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – 8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს – ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, საჭიროა შემართება – შეიძლება დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა