ავტორები გიგა კობალაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის უჩივიან

ავტორები გიგა კობალაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის უჩივიან.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირაა, საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე ცდილობს, ასოციაციის კრება ჩაატაროს, თუმცა – მხოლოდ სასურველი ავტორების მონაწილეობით და კრებაზე ოპონენტ შემსრულებლებს არ უშვებს.
ავტორების განცხადებით, აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა, რომ GCA-ში დიდი რაოდენობით თანხაა გაფლანგული, შესაბამისად, ასოციაციის ხელმძღვანელის ნდობაზე საუბარი ზედმეტია.
ბოლოდროინდელი პროცესების გამო, ავტორები გიგა კობალაძეს პროკურატურაში უფლებამოსილების გადამეტების გამო უჩივიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი