2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს საბანკო სექტორში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საბანკო სექტორში დასაქმება 8%-ით გაიზარდა. 2022 წელს თანამშრომელთა დენადობის საშუალო მაჩვენებელი 21%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით აღემატება. დენადობის მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავდება ბანკების მიხედვით და ზოგან მხოლოდ 10%-ს, ხოლო ზოგ ბანკში კი 29-32%-ს აღწევს.
რაც შეეხება გენდერულ მრავალფეროვნებას, 2022 წლის ბოლოსთვის დასაქმებულთა 69%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რაც წინა წელთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მაღალია. ბანკების მიხედვით ეს მაჩვენებელი მსგავსია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 52%-ს, ხოლო ყველაზე მაღალი კი 74%-ს შეადგენდა. თუმცა, მაღალ მენეჯმენტში (დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო) ქალების წილი გაცილებით ნაკლებია და საშუალოდ 26%-ს შეადგენდა. მიუხედავად ბანკებში განხორციელებული ცვლილებებისა, წინა წელთან შედარებით საშუალოდ, სიტუაცია არ შეცვლილა.
გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ბანკების მიხედვით განსხვავებები უფრო თვალსაჩინოა. ზოგ ბანკში ქალების წილი 10-11%-ია, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში კი – 66%. რაც შეეხება გენდერულ განაწილებას საშუალო მენეჯმენტში, 2022 წლის ბოლოსთვის ქალების წილი საშუალოდ 47% იყო. ეს მაჩვენებელი ბანკებს შორის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორში ყველაზე დიდი წილი 20-30 და 30-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს უკავიათ, 42.5% და 39.3%-ით შესაბამისად. ასაკობრივი განაწილება ბანკებს შორის მსგავსია და წინა წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.