აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია – ჟურნალისტების ნაწილი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია.
ჟურნალისტების ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
„დაგვიკეტეს უმაღლესი საბჭოს კარები, ირჩევენ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს. ეს არის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა, პოლიციელს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ვერ ჩაიკეტებით. საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ”,- აცხადებენ შეკრებილები.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის