მთის ამბების ინფორმაციით, ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, სოფელ აჩხოტშიც დაესხა თავს და ხელი დაიზიანა.
“ბაკურ ავსაჯანიშვილი მარტია პაპიაშვილს თავს დაესხა სოფელ აჩხოტში და ჩხუბის დროს ხელი დაიზიანა, რომელიც ახლაც შეხვეული აქვს. მერმა სამედიცინო დახმარებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა პოლიციას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუმალა” – წერს მთის ამბები.
ყაზბეგის მერი უარყოფს პაპიაშვილისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
“მარტია პაპიაშვილისთვის არ მიმიყენებია არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. […] ხელი ვარჯიხის დროს დავიზიანე” – ეუბნება ავსაჯანიშვილი მთის ამბებს.
ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის ინფორმაციით, 21 ნოემბერს, სოფელ არშაში ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევა პაპიაშვილის Facebook სტატუსს უკავშირდება, სადაც ის წერს – “ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და კამარა ჰესის პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან, ეს უტვინოები”.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი უარყოფს, რომ მარტია პაპიაშვილს, რომელიც კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ავსაჯანიშვილმა პოსტი Facebook-ზე გაავრცელა.
