დონალდ ტრამპის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში – პრეზიდენტ ტრამპს ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკების დასაწყებად 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.
„ფაქტია, ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სამაგიეროს იხდიან და, სხვათა შორის, [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მოდიან. მივიღე ანგარიში -ის სავაჭრო წარმომადგენლისგან, რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. ისინი ამას აკეთებენ, რომ ესმით, ბევრი ტარიფი ეკისრებათ. არ ვფიქრობ, რომ დაინახავთ დიდ ეფექტს მომხმარებელზე -ში“, – აღნიშნა კევინ ჰასეტმა.
კითხვაზე, რატომ არ შეიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები უწესდებათ, ჰასეტმა უპასუხა: „აშკარაა,რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ორი საკითხი არ გაეერთიანებია.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად მოექცევიან, მაგრამ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელიც არ ექვემდებარება ახალ ტარიფებს, არა? მოლაპარაკების შუაში არიან“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას