თურქეთის ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს

თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ პატიმრობაშია, მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.
პარტიის თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა 6 აპრილს, რიგგარეშე ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთის ქალაქებში აქციები ყოველ უქმე დღეებში გაიმართება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სტამბოლში, რომლის მერიც ექრემ იმამოღულუ იყო, საპროტესტო აქციები გაიმართება ყოველ ოთხშაბათსაც.
ოზგურ ოზელმა, რომელიც 6 აპრილს გამართულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ახალი ვადით აირჩიეს, კვლავ განაცხადა, რომ მოითხოვენ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არაუგვიანეს ნოემბრისა.
„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ექრემ იმამოღლუს გათავისუფლებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნებით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, 53 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. თურქული მედიის ცნობით, იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს. ექრემ იმამოღლუს მომხრეები პრეზიდენტ ერდოანს პოლიტიკური მეტოქის დევნაში ადანაშაულებენ.
23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
იმამოღლუს დაპატიმრებამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ.
თურქეთის -ს მონაცემებით, დაკავებულია აქციების 2000-მდე მონაწილე. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ქვეყანაში დაწყებული დემონსტრაციები დაგმო და „ძალადობის მოძრაობა“ უწოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია