ცესკო-ს წარმომადგენელი – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია – ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც -ს სხდომისას, ასევე, იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე, – ამის შესახებ ცესკო-ს წარმომადგენელმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე “მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა.”
“საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა, როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადავო დადგენილება კანონის საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მოყვანილი იყო ყველა ის შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი ემყარებოდა”, – განაცხადა გიორგი სანტურიანი.
„ძლიერმა საქართველომ“ და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ს დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს