საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე.
სარჩელი შეეხება -ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც ს დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.
ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
· ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გადაღება ან დამუშავება;
· ვერფიკაციის აპარატზე ასახული მონაცემების დაფიქსირება;
· აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის გადაღება;
· ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება, ვიდეოფიქსაცია ან სხვა ფორმით დამუშავება.
სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული დადგენილება ზღუდავს არჩევნების გამჭვირვალობასა და დამკვირვებლების შესაძლებლობებს, რის გამოც მისი კანონიერების საკითხი სასამართლოს წარუდგინეს.