საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ლევან იზორია

ხანგრძლივი მუშაობისა და თანამშრომლობის შედეგად, გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
იზორიას თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს განათლების სფეროში არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას.
“შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პარტნიორულ საფუძველზე დასაქმებას, როგორც ადგილზე, საქართველოში კვალიფიციური კადრებისა, ასევე – შესაბამისი კადრების დასაქმებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ახლო მომავალში, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მოხდება იდენტიფიცირება სამუშაო ბაზრისა, მოხდება იდენტიფიცირება ადგილზე საქართველოს რეალობაშიც კვალიფიციური კადრების ხელშეწყობისა, რათა ერთობლივად შევებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კანონიერ მიგრაციას,” – განაცხადა იზორიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ