“ეს ჩემი მიზანი არ არის” – კრიშტიანო რონალდო

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანო რონალდო “ალ ნასრში” ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა პროლიგის ბოლო ტურში “ალ ჰილალს” დუბლი შეუსრულა და კარიერაში 931 გოლი დაუგროვდა. 40 წლის ფორვარდმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“69 გოლი 1000 გოლამდე? მსურს ამ მომენტით დავტკბე. ჩემი მიზანი არ არის, რომ 1000-გოლიან ნიშნულს მივაღწიო. თუ გამომივა, დიდებული იქნება, მაგრამ თუ არ გამომივა, ამაზე არ ვიდარდებ.
ახლა გამარჯვებით ვტკბები და მეტოქის დამარცხებით ბედნიერი ვარ. გოლების გატანაც მახარებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ”, – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, პროლიგის
სატურნირო ცხრილში “ალ ნასრი” 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს, და ლიდერ “ალ იტიჰადს” 7 ქულით ჩამორჩება.