იგეგმება დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც განხილული იქნება ჩვენი მოქალაქეების გერმანიის შრომით ბაზარზე დასაქმების არეალების გაფართოება – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს მოქალაქეების მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობაა.
“შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შეთანხმების მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა, კერძოდ, შეთანხმების საფუძველზე იგეგმება დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების გერმანიის შრომით ბაზარზე ცირკულარული მიგრაცია, კერძოდ მათი დასაქმების არეალების გაფართოება, კერძოდ: თუ კი აქამდე მათ მხოლოდ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების საშუალება ჰქონდათ, იგეგმება გაფართოვდეს სამუშაო არეალები, მაგალითად როგორიც არის ლოჯისტიკის სფერო, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო და ასე შემდეგ. ასევე საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ შეთანხმების ფარგლებში არ ყოფილა განხილული ე.წ. ბალკანური მოდელი, შეთანხმების არც ერთ ეტაპზე ეს საკითხი დასმული არ ყოფილა,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

სწორედ გაგზავნილი მიწვევის გაუქმება ადასტურებს იმას, რომ ეს გახლდათ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული „სპეცოპერაცია”, რომელმაც ვაშინგტონის გათვლით, უნდა შეასუსტოს „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომ რაღაცით მაინც უშველოს ოპოზიციად წოდებულ აგენტურას

სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ

საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და ნაცრევანშისტებისთვის პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ