“ეს არის ჩემი პირადი… სიყვარული ცალმხრივი ბრძოლა არაა” – თათია შარანგიას პასუხი გამომწერებს – Marao

მშვენიერი, ნიჭიერი და მშვიდი – ასე ახასიათებენ თათია შარანგიას მეგობრები. თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.
თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ამის პარალელურად, თათია შარანგია საავტორო გადაცემის, “სთორის” წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც.
თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო – ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე. ამჟამად თათია მარტოა და, როგორც თავად წერს, მისი პირადი ცხოვრება ახლა მისი სამი შვილია.
“ჩემს პირადზე იმდენი ვისაუბრე, ბევრი წლით გაჩუმება გადავწყვიტე. და, ზოგადადაც, გირჩევდით – პირადი იყოს პირადი. ორის ეკუთვნოდეს ორს. ყველას არ უხარია სხვისი ბედნიერება”, – წერს თათია შარანგია.
თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.
ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დი და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ყო­ფი­ლი ცო­ლის შვი­ლე­ბი წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან, ედუ და სანი,” ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან მის ბი­ჭე­ბად”.”ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.“
შე­ლი­ას თქმით, წლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­დან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ თა­თი­ას სიყ­ვა­რულ­მა და­აბ­რუ­ნა და მისი თქმით, და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ფილ ცოლ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.
რეზონანსული იყო თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ქორწინებაც, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორებით დასრულდა. დაშორების მიზეზებზე თათიას საჯაროდ არ უსაუბრია და, როგორც თავად განმარტავს, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს აღარ აპირებს. ცხოვრების ამ ეტაპზე ის პროფესიითა და შვილებით არის დაკავებული, მოგზაურობს და აქტიურია სოციალურ ქსელებშიც.