პრემიერ-მინისტრი 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერლიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მასობრივი სპორტის განვითარების აუცილებლობას.
პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ასევე, შეაჯამეს გასული წლის პროექტები და გაიმართა 2025 წლის სეზონზე დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა