ირაკლი – ვხედავთ, რომ გაყალბებით ცნობილი ISFED უკვე ბრიტანული ფონდის მიერ ფინანსდება – ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ შესუსტებულია -ში, თუმცა ამ ფონზე, „დიფ სთეითი“ შეეცდება ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების წარსამართად, რომელიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული.
„ვხედავთ, რომ მაგალითად, გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. „დიფ სთეითი“ კვლავაც აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებში, საბოლოო ჯამში, ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიუხედავად უცხოური დაფინანსების ძალიან მანკიერი, გაუმჭვირვალე და მანკიერი პრაქტიკისა. მომავალშიც, მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა აუცილებლად იქნება დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
ბრიტანეთს არაფერი [სურს საქართველოსგან], თუმცა „დიფ სთეითს“ ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს კვლავაც აქტუალურია. ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ „დიფ სთეითმა” საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც „დიფ სთეითის” ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე