ირაკლი – გვაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ – ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული, „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ გამარჯვებაზე კი კვლევები მეტყველებს.
„ჩვენთვის გარკვეულწილად შეიძლება საინტერესო იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდნენ. გვაქვს ამბიცია, რომ იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს, რის თანახმადაც, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც, ოპოზიცია არის განწირული მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”