რუსები კრივოი როგს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს. დაღუპული ბავშვებიდან ერთ-ერთი 3 წლის ტიმოფია, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს

გუშინ, 4 აპრილს რუსები უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგს ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 18 ადამიანი, მათ შორის, 9 ბავშვი ემსხვერპლა.
დაღუპული ბავშვებიდან ერთ-ერთი 3 წლის და 9 თვის ტიმოფია, რომლის გადარჩენასაც ექიმები ეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ცდილობენ ექიმები პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ბავშვისთვის.
როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, ტიმოთი ბებიასთან ერთად სათამაშო მოედნიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მოედნის სიახლოვეს რუსებმა ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
დაღუპული ბავშვის დედის, ვალერიას თქმით, “ტიმოფის კოსმოსი და რაკეტები უყვარდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?