თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა – ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაცია – ნიკა მელია

პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიო პოზიციებში და სიცხადე შევიტანოთ პროცესში – ეს განცხადება პარტია „ახალის“ თანათავმდჯომარემ ნიკა მელიამ ტვ.პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თქშოუში გააკეთა.
ვინ აპირებს და ვინ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ შეუწყობს ხელს ივანიშვილის არალეგიტუმურ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის მიღებაში?
ეს ის საკითხია, რომელიც ნმიკა მელიას მიაჩია, რომ ოპოზიციის მთავარი დღის წესრიგია.
მელია ამბობს, რომ დღეს პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან სიცხადე შეიტანონ თავიანთ პოზიციებში. მელია ფიქრობს, რომ ოპზოიციას კოორდინაციის პრობლემააქვს მათ შორის ისეთ თემებში როგორიცაა საპარლამენტოკომისიაშ მონაწილეობა და თვითმმართველობის არჩევნები.
„როდესაც გინდა ოცნების საპირწონედ შექმნა შენი დღის წესრიგი, ნარატივი და რიტორიკით და ქმედებით დაამრცხო ოცნების ნარატივი და მათი უკანონო ნაბიჯები, პირველ რიგში საჭიროა სიცხადე.
ამაში ვგულისხმობ ყველაფერს – დაწყებული საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობის მიღება არმიღებით, კარგი იქნებოდა საერთო პოზიცია ყოფილიყო…“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთი თვეა, არ ვყოფილვარ ეთერში და პირველად, განგებ მქონდა ამხელა ერთთვიანი პაუზა აღებული.
ჩვენ არ მგონია ბოლომდე გულწრფელი ვიყოთ საზოგადოების წინაშე.
სიყალბის ელფერი გასდევს ამ პროცესს.
მაგალითად მეც კი, ნიკა მელიამ, არ ვიცი ჩემი პოტენციური თუ არსებული პოლიტიკური პარტნიორები ამ უთანასწორო ბრძოლაში მყოფი ადამიანების არმია, აპირებენ თუ არა პროცესის ლეგიტიმაციას შემოდგომაზე თუ არა, ვგულისხობ თვითმმართველობის არჩევნებს.
ჩვენ და რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი ვამბობთ რომ მიუღებელია ლეგიტიმაციის მინიჭება პროცესისთვის, რომელსაც ჰქვია არჩევნები“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია